მოძრაობამ “სირცხვილია” პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართა და გია ვოლსკის სიმბოლურად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს.
“გიორგი ვოლსკი არის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ამავდროულად იყო “ცეკას” ინსტრუქტორი. მას სიმბოლურად მოვუტანეთ საბჭოთა კავშირის პასპორტი მისი სურათით,” – ამბობს აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა.