სირიელი მამაკაცი შვილს ასწავლის, როგორ გადაფაროს ბომბის აფეთქების ხმა სიცილით (ვიდეო)

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მამაკაცმა ქალიშვილის შიშისგან დასაცავად თამაში მოიფიქრა. ის 3 წლის სალვას ასწავლის, როგორ გადაფაროს ბომბის აფეთქების ხმა სიცილით.

ვიდეო აბდულა ალ მუჰამედმა სოციალურ ქსელში თვითონ გამოაქვეყნა. მისი თქმით, დაბომბვის დროს სიცილი იმიტომ ასწავლა, რომ მისთვის ფსიქოლოგიური სტრესი აეცილებინა. აბდულა აფეთქების დროს ცდილობს ჭურვები ფოიერვერკებად ან სათამაშო იარაღად გაასაღოს.

ვიდეოს The Guardian News ავრცელებს: