მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ლექსი მიუძღვნა. დეპუტატმა ლექსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:
“დაიძახეს «ბოქ- ლომებმა»:
«არსად დაგვრჩეს კარი ღია»!
-ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას
ნეტა ვის რა წაუღია?
სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,
უმადურნი, ჯიბე ღია,
მიკროფონით სარგებლობას
ლამობს ბრიყვი და თავღია.
ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,
საიდულმოს ამხელს «ღია«,
შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,
გული დამშრალ ტბორში გდია.
მტარვალივით ვძიძგნით მამულს,
ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,
ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,
დღეს ავყიას «გმირი» ჰქვია.
დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,
სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,
ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,
სხვის დათესილს სხვანი მკიან.
სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,
მტრები დენთის კასრებს ხსნიან,
გაფრთხილებად ჩამითვალეთ-
უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან!!!”
ლადო კახაძის ლექსს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მოხმმარებელმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარს ჰკითხა, ის უკეთეს ლექსებს წერდა, თუ თალაკვაძე.