რუსული თვითმფრინავი 140 მილიონ ევროთი და ბრიტანული და ამერიკული NLAW, Javelin და Stinger–ის რაკეტებით, რომლებიც რუსებს უკრაინაში ჩაუვარდათ ხელში, 20 აგვისტოს ფარულად გაფრინდა მოსკოვიდან ირანში, განაცხადა Sky News-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების რედაქტორმა დებორა ჰეინსმა უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ირანში გაგზავნილი იარაღი, მისი წყაროს თქმით, უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის ნაწილი იყო , რომელიც რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდა.
შედეგად, მიღებული დასავლური იარაღი ირანს საშუალებას მისცემს შეისწავლოს და დააკოპიროს დასავლური ტექნოლოგიები, რათა აწარმოოს იარაღი, რომელიც შეიძლება მომავალ ომებში იქნას გამოყენებული, განუცხადა Sky News-ს ანონიმურმა წყარომ.
დებორა ჰეინსის წყაროს თქმით, სწორედ ამ იარაღის სანაცვლოდ გადასცა თეირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატიები, მათ შორის შაჰედის დრონები.