სპეციალისებმა ოთხი წესი დაასახელეს მობილური ტელეფონის სწორად დასატენად, რაც თქვენს გაჯეტს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
1. არ ღირს სმარტფონის ღამე დატენვა. ამ დროს ელექტროქსელში ენერგიის სიჭარბეა, რის გამოც სმარტფონი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.
2. არ არის რეკომენდირებული მობილურის დასატენად შეერთება მანქანაში მანამ, სანამ არ დაქოქავთ, რადგან ენერგიის უცაბედმა მოვარდნამ შესაძლოა თქვენი გაჯეტი დააზიანოს.
3. მესამე წესი ის არის, რომ დატენვისას არ ღირს ტელეფონზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება. ამის გამო სავენტილაციო სისტემის მუშაობაში პრობლემები იქმნება.
4. და ბოლოს, მოერიდეთ უხარისხო დამტენებს. ექსპერტების აზრით მათ შეუძლიათ ტელეფონი პირდაპირი გაგებით დაწვან.