“სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას, კარგი იქნება თუ შეინანიებს” – პეტრე ცაავა პატრიარქზე

„კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს, როგორც უძღები შვილი“-ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცახდა.

„კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს როგორც უძღები შვილი, რომ ის სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და მართავს უკანონოდ. კანონზე მაღლა უყენია თავისი თავი. ბევრი კანონი დაურღვევია, რაც პატრიარქმა უნდა შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა, ღვთის და ერის წინაშე. ეს იქნება ჩემი რჩევა“, – ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.