გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს. ცხედარი სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლს ეკუთვნის და ის ექსპერტიზაზეა გადატანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უწყება სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.