სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს. ცხედარი სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლს ეკუთვნის და ის ექსპერტიზაზეა გადატანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უწყება სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.