სროლა თბილისში – ქალს სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ესროლა

თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.