{{ARTICLEIMAGE}}სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს. კიდევ ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში 16 ნოემბერს ჯგუფის წევრებმა ბიზნესმენი გაძარცვეს, დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ასევე განახორციელეს თავდასხმა იუველირზე, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა, გაიქცნენ. 4-კაციანი დაჯგუფების 2 წევრზე პოლიციას ძებნა აქვს გამოცახდებული.