Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი X-ზე (Twitter-ზე) წერს.
“Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!”. – წერრს ილონ მასკი საკუთარ X-ზე.
ინტერნეტის მიმღები დანადგარის ღირებულება საქართველოში 1 780 ლარის, ხოლო სერვისის ყოველთვიური საფასური 160 ლარი იქნება.
Starlink now available in Georgia! https://t.co/nNiA6HokA4
— Elon Musk (@elonmusk) November 1, 2023