StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა

დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსთან საბრძოლად შექმნილ StopCov ფონდში 20 მილიონზე მეტი შეგროვდა. ბოლო მონაცმებით, ანგარიშზე 20 138 642 ლარია.

ფონდში ჩარიცხვა როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს შეუძლია.

StopCov ფონდი ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.