პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა STOPCOV ფონდში შეგროვილ თანხას კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ინახავს. პრემიერის თქმით, ფონდის თანხა დეპუტატების რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.
„ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. ჩვენ მზად ვართ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ბატონებო, ამ ფონდის ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულირება რომ არ დაიწყოთ გეტყვით, როგორც გვირჩიეთ ისე გამოვიყენეთ-მეთქი,“-აღნიშნა გახარიამ.
ამ დროისთვის STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 134 214 386 ლარია.