ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სტუდენტმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ლექტორი სექსუალურ შევიწროებას ახდენდა.
ლექტორს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა.
ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მას სააუდიტორიო საქმიანობას შეუჩერებენ, მანამ სანამ ვითარება საბოლოოდ არ გაირკვევა.
ფაკულტეტის დეკანგანცხადებით, სტუდენტის წერილობით განცხადებას ელოდებიან რათა მოხდეს საქმის განხილვა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 150-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე გამოიკითხა გოგონა.