“სუბიექტები,ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ბევრად მეტ თანხას ხარჯავდნენ”-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” მიერ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლ-გვერდების წაშლას.
“მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში – ადამიანებს კლავდნენ და ახლა თითქოს ადამიანის უფლებები აინტერესებთ; ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა ბიზნესის დაცვაზე საუბრობენ; მედიას აკონტროლებდნენ და ტელევიზიებზე რეიდებს ატარებდნენ – ახლა თავისუფალ მედიაზე გვიკითხავენ მორალს; ეროვნული და პროდასავლური ღირებულებები ფეხით გათელეს და ახლა პროდასავლელებად მოაქვთ თავი!
ახლაც ვნახეთ ამაზე სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა დღეს, რომ „ფეისბუქმა” ამხილა თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიისთვის. ეს არის სიცრუე, არაფერი ასეთი “ფეისბუქის” ოფიციალურ განცხადებაში არ წერია. ეს ღონისძიებები გატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც იმავდროულად. “ფეისბუქი” არის ღია სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ ფეისბუქში არის არამხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი, არამედ უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია. არიან სავარაუდოდ ჩვენი მხარდამჭერებიც, ვინც აქტიურობენ, არიან ადამიანები და ორგანიზებული ქსელები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის” ყველა მომხმარებელმა.
ეს არის სრულიად გამჭვირვალე. არავითარი ბიუჯეტის ფული და სახელისუფლებო რესურსი მანდ არ არის დახარჯული. ეს არის კერძო თანხები, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩვენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი. ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს, რომელბმაც შექმნეს ესეთი სუბიექტები, ვუთხრათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ, რომ გააგრძელეთ დეზინფორმაციის კეთება? ასე ვერ მოხდება”- აცხადებებს თალაკვაძე.