ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი, რუსეთის სპეციალისტი მარკ გალეოთი Sunday Times–ში სვეტს აქვეყნებს სახელწოდებით: როგორ უნდა გამოძვრეს პუტინი იმ კოშმარიდან, რომელიც მისივე ხელით შექმნა?
ის რუსეთის პრეზიდენტის წასვლის რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავს: “კარის გადატრიალებიდან“ დაწყებული, იმპიჩმენტით ან არმიის ჩარევით დამთავრებული.
გალეოთი წერს, რომ სანამ პუტინი პოსტზეა, უკრაინასთან ომი გაგრძელდება. მაშინაც კი, თუ რუსეთის სამხედრო მანქანა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რუსეთისთვის უკრაინის გაკონტროლება რთული იქნება.
ერთ–ერთი ვარიანტი, სტატიის ავტორის თქმით შესაძლოა უკრაინის დნეპრის გასწვრივ ან აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ გაყოფა იყოს, რომელიც რუსეთს და დონბასს ყირიმთან აკავშირებს. ასეთ ვარიანტს უკრაინა სავარაუდოდ არ დათანხმდება, თუმცა, დასვლელ ლიდერებს, გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება მხარი დაეჭირათ ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რომელსაც სისხლისღვრის შეჩერება შეუძლია.
გალეოთის აზრით, რუსეთი დროთა განმავლობაში შეიძლება ბრეჟნევის პერიოდის საბჭოთა კავშირს დაემსგავსოს, როცა რუსების უმრავლესობა პირქუშ უკმაყოფილებაში ჩაიძირება, ისინი, კი ვინც შეძლებენ ქვეყანას დატოვებენ.