სუპერმოდელმა დი კაპრიოსთან დაშორების რეალური მიზეზი დაასახელა

დაშორებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ მოდის ინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრაზილიელი მოდელი ლეონარდო დი კაპრიოსთან რომანის დასრულების რეალურ მიზეზზე ალაპარაკდა.

მათი თაყვანისმცემლები დღემდე გულისწყვეტით იხსენებენ ამ შესანიშნავ წყვილს – ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი და ყველაზე წარმატებული მსახიობი ერთმანეთს ექვსი წლის განმავლობაში 1999– 2005 წლებში ხვდებოდნენ. მაგრამ რა მოხდა მათ შორის და რატომ დაშორდნენ ერთმანეთს , როცა საჯაროდ ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებულებს გავდნენ. რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე უცნობი რჩებოდა.
ჟიზელ ბიუნდჰენმა გულახდილი ინტერვიუ Porter Magazine–ს მისცა. ის ამბობს, რომ დაშორება მისი ფსიქოლოგიური პრობლემების – პანიკურ შეტევებთან დამღლელი ბრძოლის და სუიციდალური აზრების გამო მოხდა. “ვერ ვგრძნოდი, რომ შემეძლო ჩემი პრობლემები ვინმესთვის გამეზიარებინა. ვცდილობდი ეს განგაში დამოუკიდებლად ჩამეხშო, მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი, მით უფრო ნაკლებად გამომდიოდა.“

როგორც ჟიზელი ამბობს, რაღაც მომენტში თვითმკვლელობამდეც კი მივიდა და სერიოზულად ფიქრობდა აივნიდან გადახტომაზე . ეს სიტუაცია იმის კატალიზატორი გახდა, რომ მიხვდა, დრო იყო დახმარება ვინმესთვის ეთხოვა. საკუთარი არაჯანსაღი ჩვევებისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ის ნათლად ხვდებოდა, რომ ლეონარდო დი კაპრიო მისთვის არ იყო დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან უყვარდა.


„აღარ ვცდილობდი ტკივილის ჩახშობას მოწევით, დალევით ან მუშაობით, პირიქით, სულ უფრო მეტად ვაცნობიერებდი ყველაფერს, რასაც ადრე თვალს ვარიდებდი– წერდა ის თავის ბიოგრაფიულ წიგნში “გაკვეთილები: ჩემი გზა ცხოვრების გააზრებისკენ.“ ვიყავი თუ არა მარტო ჩემს სურვილთან ერთად, სერიოზული სულიერი ძიებები დამეწყო, სანამ ისევ იმ ადამიანთან ვრჩებოდი? ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ასე იყო.“
სწორედ იმ კრიტიკული სიტუაციის შემდეგ გადაწყვიტა სუპერმოდელმა რაციონიდან შაქრის ალკოჰოლის და კოფეინის ამოღება, იოგათი დაინტერესდა, საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო მეტი დროის გატარება დაიწყო სუფთა ჰაერზე. დი კაპრიოსთან დაშორებიდან ორი წლის შემდეგ მან სპორტსმენ ტომ ბრედისთან დაიწყო ურთიერთობა, შემდეგ კი ცოლად გაჰყვა. წყვილს ორი შვილი ყავს.