სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქტივისტები ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.
დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი.