“ქართული ოცნების” დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. ეს განცხადება ლუსრმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება პირადად ჩემთვისაც არის შემაშფოთებელი, როდესაც ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამოიხატება მათი კრიტიკა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასთან თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი. მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული, ჩემი უფლებებიდან გამომდინარე მივიღო გადაწყვეტილებები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით” ,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.