ტაქსის მძღოლს,რომელმაც თბილისის ზღვაზე ბრიტანეთის მოქალაქე გააუპატიურა, 7 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცის  მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა, ტაქსის მძღოლი მეორე დღეს, 2019 წლის 27 ივლისს  დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა.

მძღოლს ბრალი  137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.