თბილისში, TBC ბანკზე ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე TBC ბანკის ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, ბანკის თანამშრომლებს თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა, განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.