Tbilisi Pride: ლესბოსელ წყვილს მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა

Tbilisi Pride-ის განცხადებით, 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.

ორგანიზაციის ცნობით, ჰომოფობიური ინცინდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თბილისი პრაიდშია დასაქმებული.

“20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.

გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.

მოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა.

მოგვიანებით მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო”,– აცხადებს “თბილისი პრაიდი”.

მათივე თქმით, სამართალდამცავებმა სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა).

Tbilisi Pride მოუწოდებს შსს:
– საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
– გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
– საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია;
– უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.

“მოვუწოდებთ შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს:
განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა”,– აღნიშნულია განცხადებაში.

“მადლობა ღმერთს, რომ გადადგა” – ვოლსკი გახარიაზე

ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ტვ იმედის ეთერში პრემიერ გახარიას გადადგომაზე ისაუბრა: "მე ვერანაირად...

ნატო არ ჩქარობს უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის შიშით–ალექსანდრ ვერშბოუ

ნატო არ ჩქარობს შესთავაზოს უკრაინას ალიანსში გაწევრიანება, რაც ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების...

“საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული“–ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის რეჟიმშია. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს: “მეგობრებო,...

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება – აქტივისტები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება - საქმე ეხება დედაენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებზე და მათ მიერ...

მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი – ...

"მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი"- „ლელოს“ წევრის...

შსს-მ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო....

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს, რომელზეც მომუშავე მხარეებმა მსჯელობა...

Al-Jazeera, Associated Press – ისრაელმა, ღაზის სექტორში, მედიაოფისების შენობა დაბომბა

ისრაელმა, ღაზის სექტორში, ავიაგამანადგურებლებით იმ შენობას დაარტყა სადაც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. მანამ...

პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო–დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიის დასკვნა

დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, რომელიც ჯანმოს ინიციატივით შეიქმნა, დაასკვნა, რომ კორონავირუსის პანდემიის აღკვეთა შესაძლებელი იყო. სპეციალისტების თქმით, ჯანმოს და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ქმედებები “შხამიან კოქტეილად“ იქცა,...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...