Tbilisi Pride 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარშს გამართავს. ღირსების მარშის სლოგანი “გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტრმა, გიორგი თაბაგარმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1-5 ივლისს ჩავთვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძებები.
“წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით გვექნება პრაიდის კვირეული, რომელიც კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს აერთიანებს. კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება ღირსების მარშზე, რომელიც გაიმართება 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან Tbilisi Pride-ის წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები”, – თქვა თაბაგარმა.