ჭყლეტა და აფეთქების ხმა-თბილისში, კოსტავას ქუჩაზე “ამირანთან” ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ჰომოფობიური და აგრესიული ჯგუფები პიროტექნიკას ისვრიან. ასევე არის ჭყლეტა. რადიკალი ჯგუფები ცდილობენ, რომ შეიჭრან შენობაში, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს.
“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ის პასუხისმგებლპობას არ იღებს იმაზე, თუ რა მოხდება კინოთეატრთან, რადგან ვერ გააკონტროლებს ვინ ისროლა.