“ტელეკომპანია “იმედს” ვუყურებდი და იქ ძალადობა არ იყო”-ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის ტელეკომპანია “იმედს” უყურებდა და იქ აქციაზე  მას სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა არ უნახავს.

“ მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო.

მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით”, – განაცხადა  ქუცნაშვილმა.