დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ისევ იცეკვა. ტერეზა მეი ჰენლის ფესტივალს დაესწრო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფესტივალზე გადაღებული ვიდეო, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლეგენდარული ჯგუფის, Abba-ს პოპულარულ ჰიტზე ცეკვავს. ტერეზა მეიმ საზოგადოების ყურადღება ცეკვით რამდენჯერმე მიიქცია.
სოციალურ ქსელში მას ცეკვის ტექნიკა დაუწუნეს და მისტერ ბინს შეადარეს.