დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ტერეზა მეის გადადგომას ტვიტერზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
კამერონმა ტვიტერზე მეის სიტყვით გამოსვლას ძლიერი და გაბედული უწოდა.
“ტერეზა მეი მართალია, რომ კომპრომისი ბინძური სიტყვა არაა და დაუღალავი ძალისხმევისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. ვიცი, რამდენად მტკივნეულია გააზრება იმისა, რომ შენი დრო ამოიწურა და ახალი ლიდერია საჭირო. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო —იმედი მაქვს, რომ კომპრომისის სულისკვეთება გაგრძელდება”.
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პოსტს 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს.ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მან დღეს განაცხადა.
კამერონი 2016 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც რეფერენდუმზე მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.