Tesla-სა და Space X-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ილონ მასკთან ერთად ნარკოტიკებს იღებდნენ, რათა ის არ გაენაწყენებინათ – The Wall Street Journal.

გამოცემა The Wall Street Journal ელონ მასკის ნარკოტიკებთან დამოკიდებულების შესახებ წერს.

გამოცემა წერს, რომ მასკმა კეტამინი მიიღო Tesla-ს გამგეობის წევრთან და Airbnb სახლების გაქირავების სერვისის ვებგვერდის თანადამფუძნებელ ჯო გებბიასთან, ასევე საბჭოს ყოფილ წევრებთან სტივ ჯარვესტონთან და ანტონიო გრაციასთან და მილიარდერის ძმასთან კიმბალ მასკთან შეხვედრისას.

მედიის ცნობით, 2022 წლის ზამთარში საქმე იქამდე მივიდა, რომ მასკის მეგობარმა და დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა ლარი ელისტონმა შესთავაზა ბიზნესმენს ჰავაიზე ჩასულიყო „გასაშრობად“. როგორც Wall Street Journal-ი წერს, მასკის გარემოცვას ეშინია, ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმით ის არ განაწყენონ, რადგან ის დაეხმარა მათ სიმდიდრის დაგროვებაში.