Tesla-ს სისტემები ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოებს დენით მოამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაცაის, უკრიანის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი ავრცელებს.
ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოები, Tesla Powerwall-ის მზის ბატარეებით აღიჭურვება, რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ექნებათ ელექტრომომარაგება მისი ცენტრალური გათიშვის შემთხვევაშიც კი.
”Tesla Powerwall-ი გააძლიერებს ორ ამბულატორიულ კლინიკას ირპინსა და ბოროდიანკაში. ახალი მზის პანელები და ინტეგრირებული ბატარეის სისტემები არა მხოლოდ გამოიყენებენ განახლებად ენერგიას, არამედ შეინახავენ მას სარეზერვო დაცვისთვის.” – წერს მიხაილ ფიოდოროვი ტვიტერზე.
ცნობისთვის, კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 დღეში, უკრაინის ტერიტორიაზე სატელიტური ინტერნეტი გააქტიურა.საერთაშორისო თანამგზავრის, Starlink-ის სისტემა უკრაინელებს საშუალებას აძლევს სატელიტიდან სწრაფი ინტერნეტი გამოიყენონ და იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები ინტერნეტის ჩახშობას ეცდებიან, უკრაინელებს ინტერნეტზე წვდომა არ შეეზღუდებათ.