Tesla-ს სისტემები ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოებს დენით მოამარაგებს

Tesla-ს სისტემები ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოებს დენით მოამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაცაის, უკრიანის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი  ავრცელებს.

ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოები, Tesla Powerwall-ის მზის ბატარეებით აღიჭურვება, რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ექნებათ ელექტრომომარაგება მისი ცენტრალური გათიშვის შემთხვევაშიც კი.

”Tesla Powerwall-ი გააძლიერებს ორ ამბულატორიულ კლინიკას ირპინსა და ბოროდიანკაში. ახალი მზის პანელები და ინტეგრირებული ბატარეის სისტემები არა მხოლოდ გამოიყენებენ განახლებად ენერგიას, არამედ შეინახავენ მას სარეზერვო დაცვისთვის.” –  წერს მიხაილ ფიოდოროვი ტვიტერზე. 

ცნობისთვის, კომპანიების SpaceX-ის  და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 დღეში, უკრაინის ტერიტორიაზე  სატელიტური ინტერნეტი  გააქტიურა.საერთაშორისო თანამგზავრის, Starlink-ის სისტემა უკრაინელებს საშუალებას აძლევს სატელიტიდან სწრაფი ინტერნეტი გამოიყენონ და  იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები ინტერნეტის ჩახშობას ეცდებიან, უკრაინელებს ინტერნეტზე წვდომა არ შეეზღუდებათ.