თამარ ჩუგოშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს

თამარ ჩუგოშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს, ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მიზეზად ჩუგოშვილმა კანონპროექტის ჩაგდება დაასახელა.

„როდესაც ასეთ პირობას გასცემს მმართველი გუნდი, როდესაც თვეების განმვლობაში ვუხსნიდი და ვარწმუნებდი იმაში, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მე მაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ყველა თანამდებობას ვტოვებ, რაც მაქვს. არაფერს შევუწყობ ხელს, რაც იქნება ქვეყნისთვის კრიზისში შემყვანი. ეს არის ერთი პარლამენტის წევრის გადწყვეტილება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.