თანამედროვე განდეგილი. ადამიანი, რომელმაც ტყეში მარტომ 27 წელი იცხოვრა

ადამიანების უმრავლესობას მარტოობა არ უყვარს. ადამიანებთან უმრავლესობისთვის ცხოვრების აუცილებელი შემადგენელია. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარტოობით ტკბებიან.1986 წელს 20 წლის ამეიკელი კრისტოფერ ნაიტი საკუთარი მანქანით მენის შტატში ტყეში წავიდა. თან წაიღო ბანაკის მოსაწყობად აუცილებელი ნივთები. მანქანა მიატოვა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. მას შემდეგ 27 წელი ის არავის უნახავს.

მან ტყის სიღრმეში, ნორტ პონდის ტბის გვერდით პატარა მინდორზე ხეებს შორის ბრეზენტი გაჭიმა, პატარა კარავი დადგა და იქ დასახლდა. 

ამ მდგილებში მისი ყოფნის შესახებ არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის სავალზე, ტბის სიახლოვეს ასობით საზაფხულო აგარაკი მდებარეობს.ნაიტი თავს იმით ირჩენდა, რომ რეგულარულად აღწევდა აგარაკებზე და იპარავდა პროდუქტებს, ტანსაცმელს, ელემენტებს ფანრისთვის და წიგნებს. ამასთან, ცდილობდა მინიმალური ზიანი მიეყენებინა აგარაკების მფლობელებისთვის. თუმცა თანდათანობით აგარაკების მეპატრონეებმა აღმოაჩინეს, რომ წლების მანძილზე გრძელდებოდა მათი სახლების ქურდობა: რამდენიმე წლის მანძილზე იმ ტერიტორიაზე ათასზე მეტი ქურდობა მოხდა.

ბოლოს და ბოლოს საქმეში პოლიცია ჩაერია და ქურდი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. 


ეს ნივთები ნაიტმა აგარაკებიდან მოიპარა

მწერალმა მაიკ ფინელმა ნაიტი ციხეში მოინახულა. ის მუშაობდა წიგნზე სახელწოდებით “ცხოვრება ტყეში: უკანასკნელი განდეგილის საოცარი ისტორია“.

მთავარი კითხვა, რომელიც მწერალს ქონდა განდეგილობის მიზეზებს ეხებოდა. რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა ადამიანებს გაქცეოდა და წლები გაეტარებინა მარტოობაში.

კრის ნაიტმა მას უამბო, რომ ძალიან უჭირდა ადამიანებთან ერთად ცხოვრება. კითხვაზე, ხომ არ მოხდა რამე მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ტყეში გაქცევა აიძულა, ნაიტი პასუხობს რომ არაფერი. “ხომ არ ჩაიდინე რამე დანაშაული, ან რამის ხომ არ გრცხვენოდა?“ – კითხა მწერალმა განდეგილს, თუმცა ნაიტი ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და უბრალოდ ბავშვობიდან მარტოობა იზიდავდა და იცოდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაუჭირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მენის შტატში ძალიან ცივა და ღამით ტემპერატურა – 20 გრადუსამდე ეცემა, ნაიტს, მისი თქმით ცეცხლი არასოდეს დაუნთია, რადგან ეშინოდა, რომ კვამლი ხალხის ყურადღებას მიიქცევდა.

ნაიტმა მწერალს უამბო, რომ დასაძინებლად ძალიან ადრე, დაახლოებით საღამოს 7 საათზე წვებოდა და დილის 3 საათზე იღვიძებდა, როცა ყველაზე ძალიან ციოდა. ის დგებოდა და გასათბობად ბანაკს გარშემო უვლიდა. როგორც ირკვევა, თავიდან წიგნებს კითხულობდა, კროსვორდებს ხსნიდა, თუმცა ძირითადად უსაქმურობდა. მწერლის კითხვაზე, როგორ იტანდა წლობით მარტოობას და უსაქმურობას, ნაიტმა უპასუხა, რომ 27 წლის მანძილზე მოწყენილობა არასოდეს უგრძვნია.

“ის არასდროს გრძნობდა მარტოობას. მისი თქმით, მუდმივად გრძნობდა მჭიდრო კავშირს სამყაროსთან. ხანდახან იმის გააზრებაც კი უჭირდა, სად მთავრდებოდა ის და სად იწყებოდა ტყე მის გარშემო. ეს ისე ჟღერს, როგორც მისტიკური განცდა ან გალუცინაცია, მაგრამ გმოწვეული არა ნარკოტიკით, არამედ მარტოობით“ – ამბობს მწერალი.
კრისტოფერ ნაიტმა ციხეში 7 თვე გაატარა.