“თავისუფლება ვაჟა ექიმს” – “სუხიშვილები” ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და მიმართვას ავრცელებენ.
“ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას მოითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში” – აღნიშნულია “სუხიშვილების” მიმართვაში.