“ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო” – ასე ეხმიანება “თბილისი პრაიდი” სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის განცხადებას, რომ ფილმის “And Then We Danced” ბილეთების ყიდვა ვერ მოასწრეს.
“თბილისი პრაიდის” განცხადებით, ისინი გულწრფელად შეწუხებულნი არიან და ლევან ვასაძეს კუთვნილ ბილეთს აჩეუქებენ.
“თბილისი პრაიდის გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად. ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება. ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!” – წერია თბილისი პრაიდის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ თქვა, რომ ფილმზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ მოასწრეს.