ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.
შემთხვევა თურქეთში, ილგაზის რაიონში, მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ ზუსტდება. მათი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულია თურქეთის 1 მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს 21 მოქალაქე, მსუბუქი დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.