თბილისში, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა.ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ქუჩაზე მდებარე რესტორნის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენს გვაქვს ახალი და ძალიან კარგი ამბავი, ჩვენი სტუმრებისთვის:
ჩვენს ქუჩას მიენიჭა ქართველი მომღერლის, მსახიობის, ნიჭიერი და პატივსაცემი ადამიანის სახელი: გიო ხუციშვილის ქუჩა
ჩვენი რესტორანი მდებარეობს საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, ე.წ. წითელი ბაღის მოპირდაპირე მხარეს, მაგრამ ზუსტი მისამართი ქუჩას არ ჰქონდა, რის გამოც ჩვენი ბევრი სტუმარი, გაურკვევლობაში იყო, თუ როგორ მოსულიყო რესტორნამდე“, – წერს რესტორანი საკუთარ facebook გვერდზე.
ყველასათვის ცნობილი მომღერალი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა. მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა. გარდაცვალებამდე გიო ხუციშვილს ვარსკვლავიც გაუხსნეს.