“თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID 19-ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება.

მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარეშე. შეგახსენებთ რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებულია 4000-მდე პირი,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსები მუშაობას აჩერებს.