{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის საავიაციო ქარხანამ თვითმფრინავების ნაწილების დამზადებისთვის სერთიფიკატი მიიღო. შედეგად, საწარმო კომპოზიტური მასალებისაგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები დამზადდება.. ქარხანა ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავის დეტალებს აწარმოებს. უახლოეს მომავალში საწარმო ბოინგისთვის 200-მდე დასახელების სათადარიგო ნაწილს დაამზადებს.
მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომლის მშენებლობა 2017 წლის ივლისში დაიწყო,თბილისში 2018 წლის მაისში გაიხსნა. პროექტის ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.