თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

შსს-ში ადასტურებენ, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშაობდა, სადაც ბინა ჰქონდათ ნაქირავები. როგორც ირკვევა, გარდაცვლილები მას შემდეგ ნახა ზედამხედველმა, როდესაც დასაქმებულები ობიექტზე არ გამოცხადდნენ. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა მეექსვე სართულზე მოხდა, ადგილზე ბუნებრივი აირის სუნი არავის უგრძვნია და როგორც მოგვიანებით გაიგეს, 7 ცხედარი ნახეს. გარდაცვლილთა შორის მამა-შვილი და ძმები არიან. ამ დროისთვის, შემთვევის ადგილზე მობილიზებულნი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან. ტერიტორია ლენტებით არის შემოსაზღვრული, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ რაიონს არ მიეწოდება ბუნებრივი აირიც. “ყაზტრანსგაზში” ამბობენ, რომ ობიექტზე გაფრთხილებაც ჰქონდათ გაცემული, რადგან გაზის გამათმობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.