თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ჩამოწერა და სხვა ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის.
ყვითელი ავტობუსები, რომლებიც თბილისისთვის გამოუსადეგარი გამოდგა ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში უკვე ჩაიყვანეს.
5 ავტობუსი თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა.
გასულ თვეში, თბილისის მერიამ , 4 ავტობუსი ონის მუნიციპალიტეტსაც გადასცა.