თბილისში ჩამოწერილი ყვითელი ავტობუსები რეგიონებში იგზავნება

თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ჩამოწერა და  სხვა ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის.

ყვითელი ავტობუსები, რომლებიც თბილისისთვის გამოუსადეგარი გამოდგა ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში უკვე ჩაიყვანეს. 

5 ავტობუსი თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა. 

გასულ თვეში, თბილისის მერიამ , 4 ავტობუსი  ონის მუნიციპალიტეტსაც გადასცა.