აღნიშნული მოწოდება ასევე ბევრ შეკითხვას უჩენს პრემიერის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
“გაოცებული ვარ ამ განცხადებით”, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ. (წყარო-ნეტგაზეთი)
ზალკალიანის თქმით, არ იცის, ეს განცხადება რამდენად სერიოზულია და უჭირს კომენტარის გაკეთება. მისი თქმით, საქართველო ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის მიერ უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული.
მე-12 კლასელებმა თბილისში აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საატესტატო გამოცდები წელს მხოლოდ მე-11 კლასელებისათვის უქმდებოდა. მედიაში ამ აქციის თარიღის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ “ფეისბუკზე” აქციის ანონსი 2 თებერვლის თარიღით შეიქმნა.
ინფორმაცია აქციის შესახებ სპუტნიკმაც გაავრცელა. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული გამოცემის ცნობით, აქცია თბილისში 3 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბმულს, რომელსაც სტატიიდან ფეისბუკში შექმნილ ანონსზე გადავყავართ, ამბობს, რომ აქცია (ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა #ორჯერორი) შაბათს, ანუ 2 თებერვალსაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის 2 თებერვლის აქციაში მონაწილეობის სურვილი 4000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოთქმული. თუმცა, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, დღეს აქციის ორგანიზატორები განცხადებას გააკეთებენ და საპროტესტო აქცია შეიძლება გაუქმდეს, რადგან მისი მიზანი მიღწეულია.
საერთაშორისო რეიტინგების მიხედვთ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში 49-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი – 108-ზე. რეიტინგი სულ 128 ქვეყნისაგან შედგება. რეიტინგის წყარო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მშვიდობის გლობალური ინსტიტუტია.














