თბილისში ლგბტ თემატიკაზე შექმნილი სტენსილი გამოჩნდა.ორიგინალური ქუჩის მხატვრობის ავტორი გაგოშაა.
ნახატზე ჩანს ანგელოზი ფერადი ფანქრებით, მის წინ კი შავ-თეთრად გამოსახულია შავისრებიანი და ფარებიან ჯგუფი, რომელიც ანგელოზს ისარს უმიზნებს.
ინსპირაცია ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებია, რომელიც ფილმის And Then We Danced 3-დღიან პრემეირას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ.
ისინი სხვადასხვა კინოთეატრთან იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.
8 ნოემბერს აგრესიული ჯგუფები ფილმის სანახავად მისულ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ. აგრესიული ჯგუფების მიერ დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი,რომელსაც სახეში მძიმე საგანი ესროლეს. ასევე დაშავდა დავით ბერძენიშვილი.
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჩვენების პირველ დღეს პოლიციამ 27 პირი დააკავა.
ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არც ერთი სეანსი არ ჩაშლილა.