თბილისის ერთ-ერთი სოლარიუმი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, თანხასთან ერთად წაღებულია სათვალთვალო კამერის მეხსიერების ბარათი.
სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ქუჩაში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ფიქსირდება. დამნაშავეები,სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.