The New York Times მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, აჭარული ხაჭაპურის ფოტოს აქვეყნებს და მკითხველს რეცეპტს და მომზადების წესს უზიარებს.

  • “ტრადიციულად ხაჭაპურისთვის პიკანტურ იმერულ ან სულგუნის ყველს იყენებენ, მაგრამ მათი შოვნა შეერთებულ შტატებში რთულია. ამიტომაც ამ რეცეპტისთვის მოცარელა, ფეტა და თხის ყველია გამოყენებული”, – ნათქვამია სტატიაში.