დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თენგიზ სიგუა საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო 1990-1991 წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, მისი დამხობის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში. 1993 წლის 5 აგვისტოს კი თანამდებობიდან გადადგა.