“თეთრი ხალათების” აქცია-საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

“თეთრი ხალათების” აქცია-საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

12:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში, ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,მისი ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ექიმმა კატეგორიული უარი განაცხადა. გაფრინდაშვილმა თქვა, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და საქართველოში იმყოფება.