რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობს. თინა კანდელაკმა აღიარა, რომ სილამაზის გამო მსხვერპლზე წავიდა და ყურის ბიბილოს ოპერაცია გაიკეთა, რათა მასიური საყურეების ტარება შეძლოს.
თინა კანდელაკი აქტიურ ქალად ითვლება და ერთდროულად ბევრ რამეს ასწრებს: ტელეკარიერას, ღონისძიებების წაყვანას, საკუთარი ბიზნეს–იმპერიის აშენებას, გარეგნობაზე ზრუნვას, სპორტდარბაზში სიარულს და ფიგურის მოვლას. რა თქმა უნდა, სახესაც დიდ ყურადებას უთმობს. ის აღიარებს, რომ საკუთარ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად სახის ყოველდღიური მოვლის წყალობით გამოიყურება. ის კრემებს და ინექციებს აქტიურად იყენებს, ასაკობრივ ცვლილებებს კი ფილერებით მალავს.
ცოტა ხნის წინ ის გამოტყდა, რომ კოსმეტიკური ოპერაცია გაიკეთა, რადგან საკუთარი ყურის ბიბილოები არ მოწონდა. მას ძალიან უყვარს მასიური ლამაზი საყურეები, თუმცა მათ გაკეთებას ვერ ახერხებდა, რადგან სიმძიმისგან ყურის ბიბილო უშნოდ იყო ჩამოწელილი და არაესთეტიურად გამოიყურებოდა. “ეს ძალიან არ მომწონდა. როგორც ირკვევა, ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია“ – ამბობს კანდელაკი.
ყურის ბიბილოს კორექციისთვის მან პლასტიკურ ქირურგს მიმართა.“ყურის ბიბილო გავიკერე, პატარა კოსმეტიკური ოპერაცია გავიკეთე. დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა, თუმცა სამი თვე მოთმენა მომიწია და გაკერილი ყურებით დავდიოდი“ – ამბობს კანდელაკი.
თინა კანდელაკი ამჟამად სპორტული ტელეარხის გენერალური პროდიუსერია. აქვს მოსკოვში ქართული რესტორანი, ასევე საკუთარი კოსმეტიკური ხაზი.