რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა ტელეწამყვანმა გადაწყვიტა ქმართან კონტრაქტი გააფორმოს.
43 წლის თინა კანდელაკი მასზე 12 წლით უმცროს ვასილი ბროვკოზეა გათხოვილი, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხის“ კომუნიკაციის, ანალიტიკის და სტრატეგიული კვლევების დირექტორია. ისინი ერთად უკვე 10 წელია ცხოვრობენ.
ტელეწამყვანმა ცოტა ხნის წინ იპოთეკით ბინა იყიდა. უძრავი ქონება მან მისი პირადი ფულით შეიძინა. ძვირადღირებულ შენაძენთან დაკავშირებით კი ქმართან კონტრაქტი გააფორმა, რათა განქორწინების შემთხვევაში სადაო არ გახდეს, ვის დარჩება ეს ქონება.
“ნამდვილი ფემინიზმი ის არის, როცა ბინას კრედიტით ყიდულობ და საქორწინო კონტრაქტს აფორმებ. თვითონ იყიდი, განქორწინდები, ქონების პრეტენდენტიც შენ იქნები და ყველაფერი შენ დაგრჩება. არ არის საჭირო კაცებს ფული ეხვეწო“ – ამბობს კანდელაკი.
მიუხედავად მათი განქორწინების შესახებ ჭორებისა, თინას და მისი ქმრის ურთიერთობებში ყველაფერი რიგზეა. თებერვალში თინამ ქმარს დაბადების დღე მიულოცა და გრძნობებში საჯაროდ გამოუტყდა.
თინა კანდელაკს წინა ქორწინებიდან ორი შვილი ყავს – 17 წლის ლეონტი და 18 წლის მელანია. 2017 წელს მან შვილს სამხედრო სასწავლებლის დამთავრების აღსანიშნავად საჩუქარი გაუკეთა და მასზე გადააფორმა მოსკოვის ცენტრში მდებარე 340 კვ. მ. ფართის ბინა, რომლის მიახლოებითი ღირებულება 100 მილიონი რუბლია.