თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თვითმკვლელობა სცადა. მიზეზი სამსახურიდნა გათავისუფლება და რამდენიმე ასეულ ათასიანი ჯარიმის დაკისრება გახდა. საქმე მის სხვა სასწავლო დაწესებულებაში საქმიანობას ეხება, რის გამოც მას უნივერსიტეტმა ჯარიმა დააკისრა.
ასოცირებული პროფესორის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტები ადასტურებენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლება გახდა.
თავად ლექტორმა ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან ფაქტის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ.
ლექტორმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.